saqarTvelos mwvervalebi - mefyaSi
მეფყაში (მექფაში) - მწვერვალი სვანეთის ქედზე, მდინარეების არშირის, ლასილისა(ენგურის მარცხენა შენაკადები) და ლასკადურის (ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3559 მ. აგებულია ქვედაიურული ქვიშაქვებითა და ფიქლებით. პირამიდისებური მოყვანილობისაა, რელიეფი კლდოვანია და მცირე მყინვარებიანი.